დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
12.12.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ჩვენს შესახებ


შპს. “ ივერია ტური” დაარსდა 2008 წლის გაზაფხულზე.
კომპანიას მართავენ ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები. სააგენტო მდებარეობს დ. აღმაშენებელის პროსპექტი 142  ტელ: 514 700;

კომპანიის მიზანია აღადგინოს მომლოცველობის უძველესი ტრადიცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ არსებული სიწმინდეებისა და ღირსშესანიშნაობების მონახულება-მოლოცვა.

კომპანია ემსახურება ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს. 

გთავაზობთ როგორც  წინასწარ დაგეგმილ, ასევე თქვენს მიერ შეკვეთილ ტურებს  საქართველოს ფარგლებში  და მის გარეთ.
გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში შეგიძლიათ ოჯახთან ერთად, მეგობართან, ან სულაც მარტო ჯგუფთან ერთად გახვიდეთ ქალაქგარეთ და კიდევ ერთხელ შეავლოთ თვალი წინაპრების რწმენით ხორცშესხმულ უფლის სასწაულებს, გაიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და თაყვანი სცეთ საქართველოში მოღვაწე წმინდანთა საფლავებს, რომელთაA ღვაწლმაც შემოგვინახა “ ენა, მამული, სარწმუნოება”
 
კომპანია მომხრეა საქართველოში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი ტურიზმის განვითარებისა. მისთვის მთავარი ორიენტირია დაინტერესებულ პირებზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში.

აიმაღლეთ სულიერი განწყობილება და  გაიფართოვეთ კულტურულ-შემეცნებითი თვალსაწიერი.

თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალი გიდები და მძღოლები კომფორტული ტრანსპორტით.

იმოგზაურეთ და მოილოცეთ ჩვენთან ერთად!

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული