დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> გურია

გურია-აჭარა-სამცხე (2 დღიანი)

პროგრამა: ჯუმათი, უდაბნო, ჯიხეთი, გონიო, ხულო.ზარზმა, თბილისი

                                    1     დ ღ ე                                    

                    მგზავრობის ხანგრძლივობა თბილისიდან ჯუმათამდე 4 საათი                  

                                                გამგზავრება 7:00  საათზე                                              

                                   11:00 სთ-ზე ჯუმათის მამათა მონასტერი                                    


ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული და ჩოხატაურის ქედის ერთ მთაზე დგას, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული, დაარსების თარიღი უცნობია.კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (მთავარი ტაძარი), ხარების ეკლესია, მირქმის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

                           14:00 სთ-ზე გადასვლა უდაბნოს მამათა მონასტერში                          


 

გურიის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ შუა ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო, კერძოდ, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე. სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის.

 

                      17:00 სთ-ზე გამგზავრება ჯიხეთის დედათა მონასტერში                         

                                                   ტრაპეზი მონასტერში                                                  

.

ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ.



 

                  20:00 სთზე გადასვლა  და ღამისთევა ჩაქვში ოჯახურ სასტუმროში              

 

                                     2     დ ღ ე                                    

                                                     8:30 სთ-ზე საუზმე.                                                   

                  9:00 სთზე გასვლა გონიოს ციხეზე მატათა მოციქულის საფლავზე                 


 

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე. ახ. წ. აღ. I-III საუკუნეებში აქ ფუნქციონირებდა თეატრი და ჰიპოდრომი. აფსაროსშია დაკრძალული ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული - მატათა.



                                               10 საათზე გასვლა ზღვაზე                                              

                                 11:00 სთ-ზე გადასვლა  სხალთის მონასტერში                               


 

სხალთა, ყინჭაური, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის ეკლესია. მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში. ხუროთმოძღვრების მხრივ სხალთის ტაძარისთანა ძვირფასი აჭარაში ერთიც არა ყოფილა, ძველი აყვავებული ხანის დიდება ამ ტაძარში სრულიად ისახება.

 



                        14 საათზე გადასვლა გოდერძის უღელტეხილით სამცხეში                      

                          15:00 სთ-ზე ზრზმის მონასტერი.  ტრაპეზი მონასტერში                        

                                   17:00 სთ-ზე გამომგზავრება თბილისისაკენ                                  


ზარზმა მდებარეობს სოფელ ზარზმაში (ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც“ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

                                   19:00  სთ-ზე გამომგზავრება თბილისისაკენ                                  

 

                                             თბილისიდან გასვლა 7:00  სთ                                             

                                       თბილისში დაბრუნება 23:00 საათამდე                                     

 

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული