დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.08.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> თბილისი

თბილისი
(5  საათიანი ტური)


ძველი თბილისი
პირველი დასახლებები ქალაქის ტერიტორიაზე ენეოლითის ხანაში, ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში გაჩნდა. V საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით იწყება თბილისის როგორც ქართლის სატახტო ქალაქად გადაქცევა და შენება. ვახტანგის დაწყებული საქმე, მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ დაასრულა.


 

                        სამების საკათედრო ტაძრის დათვალიერება 40 წთ.                        



თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

 


                  დაშვება  მეტეხის ტაძარში 10 წთ და დათვალიერება 20 წთ.                  


სახელი მეტეხი - ძველქართულად "არემარეს, სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. გადმოცემის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს და სადაც აწამეს აბო თბილელი.
მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში და  ყველაზე ადრეული დასახლება ქალაქის ტერიტორიაზე. ისტორიული წყაროების თანახმად  მეფე ვახტანგ  გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის
                                                                რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.


                    დაშვება აბანოთუბნისაკენ 10 წთ დათვალიერება 15 წთ.                     


თბილისი ცნობილია თავისი გოგირდოვანი, სამკურნალო თვისებების მქონე წყაროებით. დედაქალაქის დაარსების ლეგენდაც და დედაქალაქის სახელწოდებაც, სწორედ, ბუნებრივად ცხელ გოგირდოვან წყლებთანაა დაკავშირებული.დღესაც, თანამედროვე ქალაქში, ძველ სეიდაბადში, თავს ისევ იწონებენ XVII-XVIII საუკუნეებში ისლამური არქიტექტურის გავლენით შექმნილი აბანოები.


             ნარიყალას ასვლა აბანოთუბნიდან 15-წთ. დათვალიერება 30 წთ.               

.

ნარიყალა - ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს.

 

 
      სინაგოგას დათვალიერება სურვილისამებრ. შარდენის ქუჩაზე გასეირნება.      

                                  დასვენება და ყავის დალევა  (30 წთ.)                                    


სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.

 


     სიონის ქუჩით გადასვლა ანჩისხატში. საპატრიარქო და კარის ეკლესია (20 წთ)     


 

ანჩისხატი, VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობასას.

 

 

                                      1 საათი  სახელმწიფო მუზეუმში                                        

საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა)
  

 

 


 

 

                     საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასვლა მამადავითზე                         

                                                მთაწმინდა (40 წთ)                                                    



მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე,კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად.

 

 


 

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი - დაარსების იდეა გაჩნდა - 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში; პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე.

 

 

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული