დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
27.05.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> ტაო-კლარჯეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტაო-კლარჯეთი  თვეში ოთხჯერ
პროგრამა: 

1 დღე 
გასვლა 7:00 სთ-ზე  გასვლა ვარდების რევოლუციის მოედნიდან (ყოფილი რესპუბლიკის მოედანი); 12:00 სთ-ზე ვალე-ფოსოფის სასაზღვრო შემოწმება. 
13 სთ-ზე ტრაპეზი ბუნების წიაღში;  
17:00 სთ- ბანას ტაძარი
. პარაკლისი  ან დაუჯდომელი სურვილისამებრ
 „ ფანასკერტის წყალზედ არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს ... კეთილ მშვენიერ ადგილს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისის და ნარემაკისა  და აწ არც ცალიერ“                                                                                              
19 სთ-ზე იშხანზე ასვლა
იშხანი-IX საუკუნის პირველ ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დისშვილმა საბამ ააგო მეშვიდე საუკუნეში ნერსეს მიერ აგებული ტაძრის ნანგრევებზე. მოხატულია X საუკუნის მეორე ნახევარში.  
20 სთ-მდე იუსუფელის სასტუმროში განთავსება; ვახშამი

2 დღე   
საუზმე. 7:30 სთ-ზე. გასვლა სასტუმროდან 8:00 სთ-ზე;
ოთხთამდე    30 წთ.
ოთხთას სამნავიანი ბაზილიკა X საუკუნის დასაწყისს, ხოლო  მხატვრობა ამავე საუკუნის მეორე ნახავარს განეკუთვნება.
11:00 სთ-ზე გადასვლა ოშკში. მგზავრობის ხანგრძლივობა ოშკამდე   1,15 სთ;                                                          
ძველ ტაოში ამბობდნენ:“სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“
ტაძარი დგას მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა ნაპირზე. დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ტაძრის ნაწილთა პროპორციულობით.
 ხახული
14 სთ-ზე გადასვლა   0,30 სთ. ხახულში
„ხევზედ შიფაქლუს მთის კალთას არს ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა... ესე აღაშენა დავით კურაპალატმან, ბაგრატ მეფის მამობილმან. აქავ არს ეკლესია ფრიად მშვენიერი, დიდშენი, რომელი აღაშენა 48-ე  მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან“
18:00 სთ-ზე ვახშამი და ღამისთევა იუსუფელში
                                                                            
3 დღე
საუზმე. 7:30 სთ-ზე. გასვლა სასტუმროდან 8:00 სთ-ზე;გადასვლა კლარჯეთში   1,30 სთ.

8:30 სთ-ზე ხანძთა 0,8 კმ.  )
ხანძთის მონასტერი დაკავშირებულია VIII საუკუნის დიდ სასულიერო მოღვაწე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელთან.
გრიგოლ ხანძთელის პარაკლისი  ან დაუჯდომელი.
11:სთ-ზე გადსვლა დოლისყანაში
 სუმბატ მეფის მიერ აგებული ტაძარი, მაღალმთიან სოფელ ჰამამლოს კალთას არის შეფენილი. დღესა ამაყად გადმოჰყურებს ჭოროხის ხეობას.
ვალეს სასაზღვრო შემოწმება 18 სთ-მდე.

24:00 სთ-ზე თბილისი                                                                                                        

ტურის ღირებულება:  160 $ -ის ექვივალენტი ლარებში   კაციანი    ჯგუფისათვის
ღირებულებაში შედის:        
-   სასტუმრო ბარსელონა (აუზით) ორჯერადი კვებით
-  ტრანსპორტირება           
-   გიდის მომსახურეობა
ღირებულებაში არ შედის:   -   მუზეუმის ხარჯები ~5 $

საჭირო საბუთები:

-   პასპორტი ასლთან ერთად
- არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების
  მინდობილობა პასპორტთან ერთად
-  თანხის ნახევარი განაცხადის დროს

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული