დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.08.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> ბორჯომის ხეობა


ბორჯომის ხეობა

პროგრამა:  მწვანე მონასტერი, სადგერი, ტიმოთესუბანი. ტრაპეზი.

                                                თბილისიდან გასვლა 8:00 სთ-ზე                                              

                    მგზავრობის ხანგრძლივობა 2:10-2:30 სთ. მწვანე მონასტრამდე  1 კმ.                   

ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა.
ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ჩითახევის  ვიწრო და  დაბურულ ხეობაში ფოთლოვანი ტყის შუაგულში, ორიოდე კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს მწვანე  VIII საუკუნის  მონასტერი; რომელსაც  მწვანე სამოთხეს უწოდებენ. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ.

                             12:30 სთ. -ზე გადასვლა სადგერში (ხანგრძლივობა 20 წთ;)                          

 სადგერი მდებარეობს ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1020 მეტრი, ბორჯომიდან 7 კმ. სოფლში არის ავალიშვილების მიერ აგებული  XV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.

 

              14:00 სთ-ზე ტრაპეზი ბუნების წიაღში             

                          15:00 სთ-ზე დაშვება გუჯარეთის ხეობაში. მგზავრობა 30 წთ.                          

                                  15:30 სთ-ზე ტიმოთესუბანის სამონასტრო კომპლექსი.                             

სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხ უროთმოძღვრების ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს.
ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205-1215 წწ-ით  და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის.

                                        18:00 სთ-ზე გამომგზავრება  თბილისისაკენ                                     

                                                   თბილისიდან გასვლა 8:00  სთ                                               

                                            თბილისში დაბრუნება 20:00 საათამდე                                         

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული