დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
12.12.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> მთიულეთი-ხევი


მლეთა-ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი

პროგრამა:  მლეთის ქვემო და ზემო ლომისის ტაძრების დათვალიერება. ტრაპეზი

                                  მგზავრობის ხანგრძლივობა მლეთამდე  1,40-2 საათი                            

                                          ლომისის მთის აღმართი 7 კმ. (3-4 საათი)                                       

                                             13:30-14:00  სთ-ზე ლომისის ტაძარი.                                          

 XIII ს-ში. ხვარაზმელები „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო  მათი. გაგრძე-და ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“.მტერმა ტყვეები წაასხა, მათ შორის არაგვის ხეობიდანაც, მათ გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა მხარე „შეუკრავს“  და ამავე ხატის შეწევნით დაუხსნიათ თავი  არაგველებს ტყვეობისაგან-ამბობს ლეგენდა. ტყვეებს ლომა ხარი მოუძღვებოდა წინ საქართველოსაკენ, რომლის რქებზეც

                                                         დაშვება 16:00 სთ-ზე                                                     

დაბრძანებული იყო წმინდა გიორგის ხატი...
 „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი. ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

 

 

 

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.

                                              შეკრება ტრანსპორტთან  18:00 საათზე                                   

                                                 თბილისიდან გასვლა 8:00  სთ                                             

                                        თბილისში დაბრუნება 20:00 საათამდე                                         

  

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული