დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.08.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> თიანეთი

ნოდოკრა-ჩინთი

 

 პროგრამა: ნადოკრის მონასტერი. ჩინთი

არჩილ მეფისა და ლუარსაბ მეფის ხსენების დღისათვის ( 4 ივლისი)

გამგზავრება  8:00 სთ-ზე.  მგზავრობის ხანგრძლივიბა 0.45-1 სთ; (1 კმ   ფეხით)

9:00 სთ-ზე წირვაზე სურვილისამებრ დასწრება

14:00 სთ-ზე ტრაპეზი ბუნების წიაღში.

 

არჩილ მეფის სამონასტრო კომპლექსი აგებულია სოფელ სიონთგორის სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. დღეისათვის შემორჩენილია ორი ეკლესია, კოშკი და მარნისა და საცხოვრებელი სათავსოს ნანგრევი.

წერილობით წყაროებში და ზოგიერთ გამოკვლევაში ეს მონასტერი მოხსენიებულია, როგორც: ნადოკრა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი. ეკლესიის შიგნით მდებარე დანგრეული სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნეში არაბების მიერ წამებული ქართლის მეფე არჩილ II-ეს (719-745 წწ.) საფლავად.  ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღია 730-745 წლები.

                                                  15:00 სთ-ზე გადასვლა ჩინთში                                                  

                            ჩინთის კოშკი და წმინდა ნინოს ნიში                                        

 

 

არაგვის მარჯვენა ნაპირას, დუშეთის რაიონში, ჟინვალთან ახლოს, სოფელ ჩინთში მდებარეობს უნიკალური ფორმის კოშკი.
ეს სვეტისმაგვარი კოშკი ორ იარუსადაა გაყოფილი. ქვედა იარუსის კუთხეები მომრგვალებულია, ზედა - ოთხკუთხაა.
კოშკი ძირითადად ხუთსართულიანია. პირველი მათგანის კედლები ყრუა, მეხუთე - ბანია. ერთადერთი შესასვლელი კოშკს მეორე სართულზე აქვს, საიდანაც ვიწრო ხვრელით შეიძლებოდა მესამე სართულზე ასვლა.

 

                                          16:00 სთ-ზე ტრაპეზი სახინკლეში    ჟინვალში                                                 

 

                                                            თბილისიდან გასვლა 8:00  სთ

                                                      თბილისში დაბრუნება 19:00 საათამდე

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული