დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
20.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> შუა ქართლი


ნიქოზი-წრომი-ხცისი

პროგრამა: ნიქოზი-წრომი-ხცისი; ტრაპეზი ბუნების წიაღში;

              გამგზავრება 8:00 სთ-ზე. მგზავრობის ხანგრძლივიბა ნიქოზამდე 1, 45-2  სთ             

ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილზე 'საგზებელსა თანა ცეცხლისასა' ააგო და ტაძარში 'გალობით, ფსალმუნებითა, სანთლებითა' წრომიდან გადმოასვენებინა წმიდა პირველმოწამე რაჟდენის ნაწამები სხეული, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისივე მეფისა ვახტანგის მიერ აშენებულსა'. წმიდა რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ნიქოზის საკათედრო ტაძარი ითვლება.

პარაკლისი რაჟდენ პირველმოწამის საფლავზე სურვილისამებრ

                                        12:00 საათზე გამომგზავრება ნიქოზიდან                                       

                             გადასვლა წრომში. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი                            

 

წრომის ტაძარი მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ წრომში. ხაშურიდან 5კმ-ის დაშორებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. წერილობითი წყაროები ცნობებს გვაწვდიან წრომის შესახებ, თვითონ ადგილი წრომი , ნახსენებია 'წმინდა რაჟდენის მარტვილობაში'.                                                    
სოფელი წრომი ტაძრამდე ორი საუკუნით ადრეა მოხსენიებული წყაროებში. იგი ქალაქი ყოფილა. 14-ე ს-დან წრომი საციცინოს შემადგენლობაში იყო.

                                   14:30 სთ-ზე გადასვლა ხცისში. მგზავრობა 30 წთ.                               

                                15:30-16:30 სთ ტრაპეზი ხცისის დედათა მონასტერში                            

ხცისი - სოფელი ხაშურის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს,  ხაშურიდან 9 კმ-ის დაშორებით. ხცისის დედათა მონასტერი, აგებული წმინდა გიორგის სახელზე, რომელიც სოფელშია.
გადასვლა ხცისის მამათა მონასტერში: სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1,5კმ-ზე დგას უძველესი კულტურის ძეგლი - ნათლისმცემლის მამათა მონასტერი, რომლის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. ტაძრის მშენებლობა დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს: 'სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა ...'

                                      18:00 სთზე გამომგზავრება თბილისისაკენ                                        

                                                      თბილისიდან გასვლა 8:00  სთ                                          

                                             თბილისში დაბრუნება 20:00 საათამდე                                     

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული