დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
20.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> შუა ქართლი


მცხეთა-შიომღვიმე

პროგრამა:  ჯვრის მონასტერი (წირვაზე დასწრება); შიო მღვიმის მონასტერი, წმინდა ნინოს სამთავროს დედათა  მონასტერი,  სვეტიცხოვლის მონასტერი. ტრაპეზი

                                                         გასვლა 8:30 საათზე.                                                      

                                           მგზავრობის ხანგრძლივობა 30 წთ.                                             

              9:00 სთ-ზე წირვაზე დასწრება (სურვილისამებრ)   ჯვრის მონასტერში.               

 

მონასტრის დათვალიერება. IV ს-ში  ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე მეფე მირიანმა ხის დიდი ჯვარი აღმართა, რომელსაც  თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანები. VI ს-ში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. VI ს-ის მიწურულსა და VII ს-ის დასაწყისში  ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ააგო დიდი ტაძარი.

                             12:30 საათზე  სვეტიცხოველი                     

   „ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“. გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა“ იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა“    

            13:30 საათზე გამგზავრება  შიომღვიმეში.          

                                                     მგზავრობა 30-35 წთ                                                           

 ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით.  სიცოცხლეში და  გარდაცვალების შემდეგაც  სასწაულებს აღავლენდა და აღავლენს დღემდე ღირსი მამა
Mმონასტრის დათვალიერება. პარაკლისი წმ.შიოს მღვიმეში
   

 

 

  15:30 საათზე გამომგზავრება სამთავროს  წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში 

მცხეთის პირველი საეპისკოპოსო დაარსდა მე-4 საუკუნის 30-იან წლებში. 1811 წელს მცხეთის საეპისკოპოსო ადმინისტრაციული წესით გააუქმეს და მის ნაცვლად დაარსეს სამთავროს დედათა მონასტერი.
მონასტრის დათვალიერება. მიახლება   XX ს-ის მოღვაწე მამა გაბრიელის საფლავთან

                                     17:00 საათზე ტარპეზი მცხეთის რესტორანში                                    

                                               თბილისიდან გასვლა 8:30  საათზე                                               

                                         თბილისში დაბრუნება 18:00 საათამდე                                        

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული