დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
27.05.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> კახეთი


ბოჭორმა-უჯარმა

პროგრამა: ბოჭორმა-უჯარმა. ტრაპეზი

                                      მგზავრობის ხანგრძლივობა ბოჭორმამდე  1 საათი                                  

1,5 კმ.    უჯარმის ციხე მდებაორეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, რომლის ნანგრევები დღესაც აცვიფრებს  მნახველს. მატიანეთა ცნობით, უჯარმა იყო ციხე-ქალაქი. დაარსებულა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს: “ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა”. ციხე განლაგებული იყო მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე.  კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი პიტალო კლდეზე მდებარეობდა. სწორედ აქ აუგიათ  ციტადელი.  IV ს-ში მირიან მეფეს თავისი ძე რევისათვის საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მიუცია, ხოლო  რეზიდენციად – უჯარმა.

                                                14 საათზე ტრაპეზი ბუნების წიაღში.                                            

                                                  15:00 სთ-ზე გადასვლა ბოჭორმაში                                              

ეკლესია X ს-ისაა, მდებარეობს ბოჭორმის ციხის ტერიტორიაზე, გომბორის უღელტეხილის ჩრდილო – დასავლეთით, მაღალ მთაზე, სოფელ ბოჭორმის მახლობლად ( თიანეთიდან 49 კმ., ზღვის დონიდან 1020 მ-ზე). ეკლესია გუმბათიანია. იგი გეგმაში თოთხმეტ წახნაგში მოქცეული ექვსაფსიდიანი ნაგებობაა.ეკლესიის ინტერიერი XII ს-ში  შეულესავთ და მოუხატავთ. მხატვრობის ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი საღვთისმეტყველო სცენებისა და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. გაურკვეველია ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X ს-ის დამდეგს. იგი XVIII ს-ის ბოლომდე ემსახურება სამშობლოს. აქ ბოლო დიდი სამუშაოები ჩაუტარებია ერეკლე მეფეს.

                                                18:00 სთ-ზე გამომგზავრება თბილისში                                         

                                                       თბილისიდან გასვლა 7:00  სთ                                                

                                               თბილისში დაბრუნება 19:00 საათამდე                                          

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული