დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
27.05.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> კახეთი


ალავერდი, იყალთო, შუამთა

პროგრამა: ალავერდი, იყალთო, შუამთა. ტარაპეზი.

                 მგზავრობის ხანგრძლივობა ალავერდამდე 3 სთ (გომბორის გავლით 1 სთ)              

            1:30 სთ-ზე ალავერდის მონასტერი.          

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“. „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. დაარსა აცამეტ ასურელ მამათაგანმა ღირსმა მამა იოსებმა VI საუკუნეში.

  პარაკლისი-სავედრებელი  იოსებ ალავერდელის საფლავზე. ღვინის მარნის დათვალიერება    

         14:00 სთ-ზე გადასვლა იყალთოში. მგზავრობა 20 წთ        

თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი "მამათაგანის" - წმიდა ზენონის მიერ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.

              მონასტრის დათვალიერება. ტრაპეზი (1 საათი)            

                         15:30 სთზე გადასვლა შუამთის მონასტერში. მგზავრობა  30 წთ.                      

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული. 

                                                  17:30 სთ-ზე დაბრუნება თბილისში                                         

                                                    თბილისიდან გასვლა 8:00  სთ                                             

                                             თბილისში დაბრუნება 21:00 საათამდე                                       

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული