დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> იტალია

ხელოვნების 10 დღიანი ტური იტალიაში
მხოლოდ  1,350ევროდ

10 დღიანი  ხელოვნების ტური იტალიაში
მთელი ტური ქართულენოვან გიდთან ერთად

                                 
View Larger Map

რომი 4 დღე,
ფლორენცია 2 დღე,
რავენა  1 დღე,
ვენეცია 2 დღე.

რომი 


 
• 1 დღე 
 ჩასვლა, დაბინავება, რომის ცენტრი ღამით

ჩასვლა რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოში,  ქალაქში გადაყვანა კომფორტული ტრანსპორტით სასტუმრომდე,  სასტუმრო რომში არის ცენტრში, ცენტრალური სადგურიდან  საქალაქო ტრანსპორტით 10 წუთში და კოლიზეუმიდან 15 წუთში, სასტუმრო 24 საათი ღიაა და ფასში შედის დილის საუზმე.
გასვლა ღამის რომის ცენტრის დასათვალიერებლად
კოლიზეუმთან წმ. კოსმა და დამიანეს ტაძარი (მოზაიკები)
იმპერიის ფორუმების ქუჩა, კაპიტოლიუმის ბორცვი, რომის მერია
რომის ცენტრის ღირსშესანიშნაობები– ტრევის შადრევანი, მთავარი მოედნები –ვენეციის, ესპანეთის, პოპოლოს – ღამით.

• 2 დღე
ვიზიტები რომის მთავარ ბაზილიკებში და კატაკომბებში

რომის მთავარი ბაზილიკები და უძველესი კატაკომბები.
რომის ცენტრში წმ.იოანე ნათლისმცემლისა და წმ. იოანე მახარებლის დიდი ბაზილიკა, უძველესი და აღორძინების ეპოქის შედევრებით.
იერუსალიმის წმ. ჯვრის ტაძარი; ქრისტეს ჯვრის რელიქვიები.
რომის ღვთისმშობლის მთავარი ტაძარის (მაჯორე) და სანტა პრასედე და სანტა პრუდენციანას ტაძრების უძველესი მოზაიკები.
ვიზიტი გრანდიოზულ პანთეონში,რაფაელის საფლავი;  კარავაჯოს შედევრები სან ლუიჯი დეი ფრანჩეზის ეკლესიაში, განუმეორებელი სანტ ანდრეა დელლა ვალლე; აღორძინების ეპოქის შედევრის ნავონას მოედნის და შადრევნის და კამპო დე ფიორე მოედანი – ღამით.

• 3 დღე
ვატიკანის მუზეუმის ვიზიტი
მსოფლიოს უდიდესი წმ. პეტრეს ბაზილიკის დათვალიერება

 
დილით ვატიკანის მუზეუმი, რაფაელის ოთახები, სიქსტის კაპელა და მრავალი სხვა მსოფლიო შედევრი ,წმ. პეტრეს ტაძარი,  მიქელანჯელოს პიეტა (დატირება); წმ. ანგელოზის ციხესიმაგრე და უმშვენიერესი ხიდი, წმ. პავლე მოციქულის გრაციოზული ბაზილიკა.

• 4 დღე 
ძველი რომის, კოლიზეუმის და იმპერიის ფორუმების დათვალიერება და შოპინგის დღე,ღამით გამგზავრება რავენაში.


კოლიზეუმის და იმპერიის უძველესი ფორუმების დათვალიერება.
წმ. პეტრე ვინკოლიზე, წმ.პეტრეს ჯაჭვები,მიქელანჯელოს „მოსე“
თავისუფალი დრო – შოპინგის დრო შუადღიდან საღამომდე

რავენა




5 დღე –
რავენას უმნიშვნელოვანესი მოზაიკებით შემკული ბაზილიკების და                 
სანათლავების (ბაპტისტერიუმების) დათვალიერება
საღამოს გამგზავრება ფლორენციისაკენ; მოსვენება ფლორენციის სასტუმროში.


ფლორენცია
6-7 დღე

 – ფლორენციის ტური– 
მსოფლიო ხელოვნების საგანძურის,ულამაზესი ფლორენციის დათვალიერება,
 ტაძრები:
    1.  საკათედრო ტაძარი; ისტორია, „სანტა რეპარატა“
     2.  ჯოტოს სამრეკლო
     3.  სანათლავი – „ბაპტისტერიუმი“, „სამოთხის კარი“,მოზაიკები
     4.  წმ. ჯვრის ტაძარი (სანტა კროჩე), ულამაზესი კაპელა დეი პაცი
     5.  ღვთისმშობლის ტაძარი, სანტა მარია ნოველა
     6.  წმ.მარკოზის ეკლესია და მონასტერი, ფრა ანჯელიკოს ფრესკები...
     6.  წმ. მინიატო ალ მონტეს ეკლესია
     7.  სხვა ეკლესიები: ორსანმიკელე,სან ლორენცო...

 

სასახლეები, მუზეუმები, ღირშესანიშნავი ადგილები
     1.  სინიორიას მოედანი, ძველი სასახლე–„პალაცო ვეკიო“
     2.  უფიცის გალერეა – მუზეუმი, ლეონარდო, ბოტიჩელი, გირლანდაო,
                         პიერო დელლა ფრანჩესკა, ჯოტო, რემბრანტი და  სხვა მრავალი...
     3.  ცნობილი ძველი ხიდი – „პონტე ვეკიო“
     4.  აკადემიის გალერეა, მიქელანჯელოს „დავითი“, პერუჯინო...
     5.  პიტის სასახლე და ბობოლების ბაღი
     6.  პალატინების გალერეა, რაფაელის „მადონა დელლა სედია“
საღამოს გამგზავრება ვენეციისაკენ

ვენეცია

 8-9  დღე

 
ვენეციის ტური
 უმთავრესი ვენეციური სასახლეების, ტაძრების და მუზეუმების დათვალიერება

დიდი არხი (გრან კანალი); მის ირგვლივ გაშენებული სასახლეები;
კა დ’ორო – ოქროს სახლი, ფრანკეტის გალერეა;
რიალტოს უნიკალური ხიდი;
სანტა მარია დელლა სალუტეს ტაძარი (ჯორდანო, ტიციანი);
სან მარკოზის მოედანი, სამრეკლო; საათის გალავანი;
ულამაზესი წმ. მარკოზის ტაძარი, მოზაიკები, ოქროს საკურთხეველი, ტაძრის მუზეუმები და საგანძური.
დოჟების უმდიდრესი სასახლე–მუზეუმი
სან ზაქარიას ტაძარი (ტინტორეტო, ბელინი ).
სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარი (ტიციანის  საფლავი,შედევრები)
აკადემიის გალერეა


კუნძულები ვენეციასთან ახლოს: მურანო და ბურანო, ცნობილი ვენეციური მინის საამქროები და ვენეციური ქსოვილის ქარგვის მცირე ატელიები

 10 დღე – შუადღით დაბრუნება საქართველოში.



ღირებულებაში  შედის:

-          სასტუმროები 3* საუზმით, ქალაქის ცენტრში
-          მაღალკომფორტული ტრასნპორტით გადაადგილება იტალიაში
-          პროფესიონალი ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა      
-          კომფორტული ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან

ღირებულებაში  არ შედის:
 

_  ავია ბილეთი (მიახლოებითი თანხა 350 ევრო) 
–  დიდქალაქებში შიგაგადაადგილების ბილეთების თანხა
_   მუზეუმებში  შესასვლელი თანხა 
_  ვიზისა და დაზღვევის ხარჯი
 

საჭირო საბუთები:

-პასპორტი ასლთან ერთად და ვიზებიანი გვერდების ქსეროასლთან ერთად
-2 ფერადი ბიომეტრული ფოტოსურთი
-სამსახურიდან ცნობა ხელფასის  მითითებით თარგმნილი ინგლისურად
-საბანკო ანგარიშების ბოლო 6 თვის ამონაწერი
-სპონსორის საბუთები თუ თქვენ არ მუშაობთ (სპონსორის ცნობა სამსახურიდან ხელფასის მითითებით; სპონსორის პირადი ანგარიშების და სამსახურის ანგარიშების 1 წლის ამონაწერი) თრგმნილი ინგლისურად
-ქორწინების მოწმობა ორიგინალი ასლთან ერთად. თარგმნილი ინგლისურად.
-შვილების დაბადების მოწმობების ორიგინალები ასლთან ერთად. თარგმნილი ინგლისურად.




ჯგუფური საერთო სურვილის შემთხვევაში
შესაძლებელია 3 დღის დამატება უმშვენიერესი ტური:
ჩინკუე ტერეს სანაპიროები  ფასი 250 ევრო კაცზე





 3

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული