დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
12.12.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> იტალია

სიახლე!!!

მოილოცეთ იტალიის უდიდესი სიწმიდეები მხოლოდ


 

5 დღე იტალიაში
რომი, სალერნო და წმ. ნიკოლოზის საფლავი ბარიში.
3 დღე რომი
1 დღე სალერნო
1 დღე ბარი

სიწმიდეები რომში:
წმ. მოციქულთა თავთა:


წმ. პეტრე მოციქულის საფლავი
წმ. პავლე მოციქულის საფლავი

ათორმეტ მოციქულთა:

წმ. ბართლომე მოციქულის საფლავი
წმ. იაკობ და წმ. ფილიპე მოციქულთა საფლავები


წმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს წმ. ჯაჭვები
უფლის წმ. აკვანი და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები
სერობის წმ. მაგიდა, წმ. ელენე დედოფლის საფლავი.
 

უძველესი, პირველქრისტიან მოწამეთა და ქრისტიანთა ძვალთშესალაგი - რომის კატაკომბები
 

ქრისტიანული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი
ძეგლები, უძველესი მოზაიკებით მორთული
უდიდესი ბაზილიკები და ტაძრები რომში და ნეაპოლში
წმ. კლიმენტი რომაელის ბაზილიკა, უძველესი მოზაიკები და უდიდესი სიწმიდეები, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის წმ. ნაწილები.
წმ. კოზმა და დამიანეს ბაზილიკა, უძველესი მოზაიკები, სიწმიდეები
და სხვა უამრავი სიწმინდე...

ასევე ვიზიტი მსოფლიო მნიშვნელობის ვატიკანის მუზეუმში


სალერნო



წმ. მოციქულ და მახარებელ მათეს საფლავის მოლოცვა
და ულამაზესი სანაპირო ქალაქის დათვალიერება.

ბარი


წმ. სასწაულთმოქმედ ნიკოლოზის საფლავის მოლოცვა
და იქ მსახურ ქართველ მოძღვართან შეხვედრა.

 

ივერიატური ჯგუფის საერთო სურვილის შემთხვევაში
გთავაზობთ დამატებით ტურებს,
თქვენ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებით რომელი ქალაქის დათვალიერება გსურთ:


1) დამატებითი დღეები რომში - 
დამატებითი დღე ფასი 290 ლარი კაცზე



რომის მსოფლიო ხელოვნების ცენტრების მონახულება, პანთეონი, ანგელოზის ციხესიმაგრე, იმპერიის ფორუმები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ხელოვნების და ისტორიის ძეგლები და მუზეუმები, შესაძლებელია ქალაქგარეთ გასვლაც, შოპინგი…


2) დამატებითი დღე ამალფიში  -
დღე ფასი 290 ლარი კაცზე

სალერნოს მოლოცვის შემდეგ შესაძლებელია დამატებით გადასვლა ულამაზეს ამალფიში და მოლოცვა
წმ. ანდრია პირველწოდებულის ნაწილებისა, ულამაზესი სანაპირო ქალაქის ვიზიტი, იქვე ღამისთევით.

3) ფლორენციის მოლოცვა-დათვალიერების ტური -
1 დამატებითი დღე ფასი 520 ლარი კაცზე

 
 

ფლორენციის მოლოცვის ტური
ქრისტიანული ფლორენციის დათვალირება, მთავარი საკათედრო სანტა-მარია დელლა ფიორე, ღმრთისმშობლის ხარების ეკლესია, ლორენცოს ტაძარი; მედიჩების სასახლე;
ვიზიტი მსოფლიო მნიშვნელობის უფიცის გალერეაში, ფლორენციის  უმნიშვნელოვანესი სანათლავი (ბაპტისტერიუმი), სინიორიას მოედანი და ძველი ხიდი– პონტე ვეკიო, ფლორენცია,

4) ვენეციის მოლოცვა-დათვალიერების ტური -
1 დამატებითი დღე ფასი 630 ლარი კაცზე



ვენეციის მოლოცვის ტური

უმთავრესი სიწმიდეების მოლოცვა, სან. მარკოს მოედანი და წმ. მარკოზ მახარებელის ტაძრის მოლოცვა, წმ. მარკოზ მახარებლის წმ. ნაწილების თაყვანისცემა, ტაძარში მდებარე მუზეუმების დათვალიერება, სადაც დაცულია უამრავი სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის თმა და სხვა, სან-მარკოს მოედანზე მტრედების დაპურება.
რიალტოს ხიდი და სხვა ღირსშესანიშნაობები ვენეციაში , კატერით  „გრანდ კანალის“ დათვალიერება,  სურვილისამებრ გონდოლით გასეირნება ან ვიზიტი დოჟების სასახლეში, წმ. ზაქარიას ტაძარი, თაყვანისცემა წმ. ათანასე დიდის წმ. ნაწილებისა, წმ.გიორგის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში თაყვანისცემა  წმ.ბასილი დიდის წმ.ნაწილისა, მოლოცვა წმ.იულიანეს ტაძარში წმ. პავლე ფებეელის და და წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელისა.


5) ნეაპოლი - პომპეი-  მოლოცვა-დათვალიერების ტური -
1 დამატებითი დღე ფასი 340 ლარი კაცზე


მსოფლიოში ცნობილი ნაქალაქარ-მუზეუმის პომპეის დათვალიერება.
ქალაქ ნეაპოლში წმ. იანვარისიუსის საფლავის მოლოცვა და ტაძრის და იქ გამოფენილი საგანძურის დათვალიერება.
ტაძარში არსებული პირველქრისტიანული უძველესი ბაპტისტერიუმის (სანათლავის) და იქ არსებული მოზაიკების დათვალიერება.
იტალიის სამხრეთისათვის დამახასიათებელი ქალაქის ნეაპოლის ცენტრის დათვალიერება.

6)     ორტონა და ლანჩანო

1 დღე – ორტონასა და ლანჩანოს მოლოცვის ტური
1 დამატებითი დღე ფასი 430 ლარი კაცზე

წმ. მოციქულ თომას წმიდა ნაწილები

 


ევქარისტიული სასწაული (მე8 საუკუნე) ტაძარი



6) კერკირა, კორფუ (საბერძნეთი)
2 დამატებითი დღე ფასი 725 ლარი კაცზე

მოლოცვა წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელ სხეულისა და პარაკლისი.
დასვენება კორფუს ზღვის სანაპიროზე. ღამისთევა კორფუზე

 
ღირებულებაში  შედის:

-          სასტუმროები 3* საუზმით, ქალაქის ცენტრში
-          ტრანსპორტირება იტალიაში
-          ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა      
-          ტრანსფერი

ღირებულებაში  არ შედის:

- ავია ბილეთი
-მუზეუმებში  შესასვლელი თანხა
-ვიზისა და დაზღვევის ხარჯი
-გადაადგილება შიგასაქალაქო ადგილობრივი ტრანსპორტით

საჭირო საბუთები:


-საზღვარგარეთის პასპორტი
 

 ჩვენს ტურისტ-მომლოცველებს არჩევანისათვის ივერია ტური გთავაზობთ მრავალჯერ ნაცად და
ძალიან საინტერესო 8 დღიან ტურს იტალიაში, 4 დღე რომი, 1 სრული დღე ფლორენცია, 1 სრული დღე ვენეცია, 1  დღე ბარი.
მხოლოდ
  3045  ლარი
იხილეთ ბმული.

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული