დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.08.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> იტალია

8 დღიანი იტალიის ტური

                                

 

1 დღე













2 დღე


1 დღე  -  რომი

 ჩასვლა, დაბინავება, რომის ცენტრი ღამით
ჩასვლა რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოში,  ქალაქში გადაყვანა კომფორტული ტრანსპორტით სასტუმრომდე,  სასტუმრო რომში არის ცენტრში, ცენტრალური სადგურიდან  საქალაქო ტრანსპორტით 10 წუთში და კოლიზეუმიდან 15 წუთში, სასტუმრო 24 საათი ღიაა და ფასში შედის დილის საუზმე.
გასვლა ღამის რომის ცენტრის დასათვალიერებლად
კოლიზეუმთან წმ. კოსმა და დამიანეს ტაძარი (მოზაიკები)
იმპერიის ფორუმების ქუჩა, კაპიტოლიუმის ბორცვი, რომის მერია
რომის ცენტრის ღირსშესანიშნაობები– ტრევის შადრევანი, მთავარი მოედნები –ვენეციის, ესპანეთის, პოპოლოს – ღამით.
_______________________________________________

2 დღე  -  რომი
ვიზიტები
რომის მთავარ ბაზილიკებში და კატაკომბებში
. რომის მთავარი ბაზილიკები და უძველესი კატაკომბები.
რომის ცენტრში წმ.იოანე ნათლისმცემლისა და წმ. იოანე მახარებლის დიდი ბაზილიკა, უძველესი და აღორძინების ეპოქის შედევრებით.
იერუსალიმის წმ. ჯვრის ტაძარი; ქრისტეს ჯვრის რელიქვიები.
რომის ღვთისმშობლის მთავარი ტაძარის (მაჯორე) და სანტა პრასედე და სანტა პრუდენციანას ტაძრების უძველესი მოზაიკები.
ვიზიტი გრანდიოზულ პანთეონში,რაფაელის საფლავი;  კარავაჯოს შედევრები სან ლუიჯი დეი ფრანჩეზის ეკლესიაში, განუმეორებელი სანტ ანდრეა დელლა ვალლე; აღორძინების ეპოქის შედევრის ნავონას მოედნის და შადრევნის და კამპო დე ფიორე მოედანი – ღამით.

გვიან
ღამით  გამგზავრება ბარში

დღე 

3 დღე  -  ბარი


წმ
. ნიკოლოზის საფლავის მოლოცვა:
 
წმ. ნიკოლოზის საფლავზე აღვლენილ წირვაში მონაწილეობის მიღება. სურვილისამებრ ზიარება. მიმთხვევა წმ. ნიკოლოზის საფლავთან, ბარში მოღვაწე ქართველ მოძღვართან და სამრევლოსთან შეხვედრა.ძველი ბარის დათვალიერება და  მართლმადიდებლური ტაძრების ვიზიტი.

4 დღე

4  დღე - რომი

ვატიკანის მუზეუმის ვიზიტი

მსოფლიოს უდიდესი წმ. პეტრეს ბაზილიკის დათვალიერება
 დილით ვატიკანის მუზეუმი, რაფაელის ოთახები, სიქსტის კაპელა და მრავალი სხვა მსოფლიო შედევრი ,წმ. პეტრეს ტაძარი,  მიქელანჯელოს პიეტა (დატირება); წმ. ანგელოზის ციხესიმაგრე და უმშვენიერესი ხიდი,
წმ. პავლე მოციქულის გრაციოზული ბაზილიკა.


 

5 დღე


5  დღე  - ფლორენცია

ფლორენციის მოლოცვის ტური
– ქრისტიანული ფლორენციის დათვალიერება, მთავარი საკათედრო სანტა-მარია დელლა ფიორე, ღმრთისმშობლის ხარების ეკლესია, ლორენცოს ტაძარი; მედიჩების სასახლე;  ფლორენციის  უმნიშვნელოვანესი სანათლავი (ბაპტისტერიუმი), სინიორიას მოედანი და ძველი ხიდი– პონტე ვეკიო,
ვიზიტი  უფიცის  უმნიშვნელოვანეს ხელოვნების გალერეაში.

 

დღე

 6  დღე  - რომი

ძველი რომის, კოლიზეუმის და იმპერიის ფორუმების დათვალიერება

წმ. მოციქულთა საპყრობილის  და წმ. გიორგის ნაწილის და  ბერძნული მართლმადიდებლური ტაძრის  მოლოცვა. შოპინგის დღე დრო შუადღიდან საღამომდე. გვიან ღამით  გამგზავრება ბარში 
 

დღე










7  დღე  - ვენეცია

ვენეციის ტური

უმთავრესი სიწმიდეების მოლოცვა, სან. მარკოს მოედანი და წმ. მარკოზ მახარებელის ტაძრის მოლოცვა, სადაც დაცულია უამრავი სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის თმა და სხვა, სან-მარკოს მოედანზე მტრედების დაპურება.
რიალტოს ხიდი და სხვა ღირსშესანიშნაობები ვენეციაში, სურვილისამებრ გონდოლით ან კატერით გასეირნება „გრანდ კანალზე“, წმ. ზაქარიას ტაძარი, თაყვანისცემა წმ. ათანასე დიდის წმ. ნაწილებისა, წმ.გიორგის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში თაყვანისცემა  წმ.ბასილი დიდის წმ.ნაწილისა, მოლოცვა წმ.იულიანეს ტაძარში წმ. პავლე ფებეელის და და წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელისა.

ღამით დაბრუნება  რომში


დღე

8  დღე  -  რომი


თავისუფალი დღე რომში,  შოპინგი რომის
უმთავრეს ბუტიკებში და ევროპული მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრებში

(
Castel Romano Designer Outlet ; Valmontone ; La Rinascente...)

დაბრუნება საქართველოში

ტურის ღირებულება

 

ფასი დამოკიდებულია წამსვლელთა რაოდენობაზე

4 კაციანი ჯგუფისათვის 1150 ევრო

ღირებულებაში  შედის:

 

-        3* სასტუმრო რომის ცენტრში  საუზმით
-          გიდის მომსახურეობა       
-          ტრანსფერი

ღირებულებაში  არ შედის:

 

-ფრენა
-მუზეუმებში  შესასვლელი თანხა (-50 ევრო)
-ვიზისა და დაზღვევის ხარჯი (სულ 35 ევრომდე)
-ქალაქებში (რომი, ფლორენცია, ვენეცია) გადაადგილება ადგილობრივი ტრანსპორტით (პაკეტი არჩევით)

საჭირო საბუთები:

 

 

-პასპორტი ასლთან ერთად და ვიზებიანი გვერდების ქსეროასლთან ერთად
-1
ფერადი ბიომეტრული ფოტოსურთი
-
სამსახურიდან ცნობა ხელფასის  მითითებით თარგმნილი ინგლისურად
-
საბანკო ანგარიშების ბოლო 6 თვის ამონაწერ
-სპონსორის საბუთები თუ თქვენ არ მუშაობთ (სპონსორის ცნობა სამსახურიდან ხელფასის მითითებით; სპონსორის პირადი ანგარიშების და სამსახურის ანგარიშების 1 წლის ამონაწერი) თრგმნილი ინგლისურად
-ქორწინების მოწმობა ორიგინალი ასლთან ერთად. თარგმნილი ინგლისურად.
-
შვილების დაბადების მოწმობების ორიგინალები ასლთან ერთად. თარგმნილი ინგლისურად.

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული