დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
27.05.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> ტაო-კლარჯეთი

ტაო-კლარჯეთის უძველესი და ულამაზესი მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. ეს არის თანამედროვე თურქეთში არსებული ჭოროხისა და მტკვრის აუზებში მოთავსებული ისტორიული ქართული პროვინციების: ტაოს, კლარჯეთის, შავშეთის, კოლას, არტაანსის, ერუშეთის, ჩილდირის, სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილების, ზოგადი სახელი. XVI საუკუნემდე ეს ტერიტორია საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ აღნიშნული საუკუნის 50-იანი წლებიდან ოსმალებმა მისი თანდათანობითი ოკუპაცია დაიწყეს, და 1921 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ყარსის ხელშეკრულების  თანახმად იგი თურქეთს გადაეცა საბოლოო მფლობელობაში. 
არაბთა მიერ გაპარტახებული ეს ტერიტორია, რომელიც ხშირად მეზობელი დიდი ქვეყნების  ინტერესების გადაკვეთის საგანს წარმოადგენდა, VIII საუკუნეში გააერთიანა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა აშოტ I კურაპალატმა. აშოტ I კურაპალატი იყო ტაო-კლარჯეთის პირველი მეფე და ბაგრატოვანთა დინასტიის ფუძემდებელი საქართველოში. მისი თაოსნობით დაიწყო საქართველოს გაერთიანების პროცესი, რასაც ხელი შეუწყო ამავე პერიოდის დიდმა მოღვაწემაც, ღირსმა მამა გრიგოლ ხანძთელმა. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა დაარსა `თორმეტი სავანე” - სასულიერო კერები, რომელთა კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობიდან გამომდინარე ტაო-კლარჯეთს საქართველოს სინას უწოდებდნენ. აქ გაჩაღებული ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ათონის ივერთა მონასტრი.
ამ მრავალფეროვანმა მხარემ მრავალი უნიკალური ისტორიული ძეგლი შემოგვინახა: ოშკი,  ხახული, პარხალი, იშხანი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი, დოლისყანა, მერისი, პარეხი, ოპიზა, ტბეთი, ბანა და მრავალი სხვა, რომელთა ხილვას დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.

                                                                       I   დ ღ ე                                                                 
ბანა - შემაღლებულ ბორცვზე ტაძრის ნანგრევებღაა შემორჩენილი. ეს არის ბანა - ტაოს ძველი დედაქალაქი. თავდაპირველად იგი VII საუკუნეში აუშენებიათ, მოგვიანებით განაახლა მეფე ადარნასე II-მ. ბანას საეპისკოპოსო დაარსდა 881-923 წლებში. 1030 წელს აქ დაიწერა ჯვარი ბაგრატ IV ელენე დედოფალზე. აქვეა დაკრძალული მეფე ბაგრატი და ზოგიერთი მისი შთამომავალი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
იშხანი – ნერსე კათალიკოსმა ააგო VII საუკუნეში. მურვან ყრუს მიერ სრულიად იავარყოფილი ტაძარი ხელმეორედ ააშენა გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილმა საბამ, რომელიც იშხნის პირველი ეპისკოპოსი გახდა და ეწოდა იშხნელი. XI საუკუნეში ტაძარი განაახლა გიორგი I-მა, ბაგრატ IV თლილი ქვით მოუპირკეთებია და დავით დიდს, ტაოს კურაპალატს – მოუხატვინებია.

                                                                     I I   დ ღ ე                                                                 
ხანძთა  - დიდი გრიგოლის სავანე, ერთ დროს აქ ხუედიოს ბერისეული სანთელი ენთო, შემდეგ დიდმა გრიგოლმა ააშენა ძელის ეკლესია.... 918-941 წლებში გრიგოლ ხაძთელის მიერ აშენული ეკლესია გადაუკეთებია და გაუფართოებია აშოტ კუხსა და მის ძმისშვილს გურგენ მაგისტროსს. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახლდათ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შატბერდი IX საუკუნში უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ “დიდებულ ლავრად ”წოდებული მონასტერია, რომელიც კლარჯეთის მეფე-მთავარ ბაგრატ კურაპალატის შემწეობით აიგო და უმნიშვნელოვანესი რელიგიური და  მწიგნობრობის კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ:იოანე ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი,გიორგი მთაწმინდელი. აქ დაიწერა შატბერდის კრებული, გადაიწერა ადიშის, ჯრუჭის, პარხალის ოთხთავები, შემონახულთაგან უძველესი “მოქცევაი ქართლისაი” და სხვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ საცავებში შემონახული ხელნაწერები.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დოლისყანა 955-958 წწ. სუმბატ მეფის მიერ აგებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარია, მდებარეობს სოფელ ჰამამლში ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. შემორჩენილია საკურთხეველში მოციქულთა ფრესკები, გუმბათში სუმბატ მეფის ფრესკა ტაძრის მაკეტით ხელში. სამხრეთ ფასადზე მე-X საუკუნის მზის საათი იყო, რომელიც თანამედროვე დროში მოიპარეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არტანუჯის ციხე-აკაკი შანიძის განმარტებით არტანუჯი არტაანის კარს, ანუ ყურს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: ”არცა ტანის, არცა უჯისო”. ”...არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხეთის ქვეყნის გასაღებს”,-ამბობდა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი. არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს, რომელიც გახდა  ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი. იგი განაახლა აშოტმა და აღაშენა აგრეთვე ციხედ “... და აღაშენა ციხეს ამასა შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად” 

                                                                    I I I  დ ღ ე                                                                
ოთხთა – სამნავიანი ბაზილიკა, მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვეენა ნაპირზე, ისტორიულ ტაოში, აგებულია X საუკუნის II ნახევარში. დავით ბაგრატიონის მიერ, საკურთხევლის აფსიდში შემორჩენილია 5 რეგისტრი მხატვრობა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოშკი – ოშკის ტაძარი დგას მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა ნაპირზე. დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ტაძრის ნაწილთა პროპორციულობით, ქანდაკოვანი დეკორითა და სხვადასხვაგვარი პოლიქრომიული სამკაულებით. ტაო-კლარჯეთის მმართველთ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავისა და დავით მაგისტროს დაკვეთით 958-966 წლებში ოშკის წყლის მაღალ ნაპირზე აუგიათ ტაოს მშვენება – ოშკის ტაძარი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხახული - ხახულის წყლის ხეობაში არის სოფელი, რომელსაც დღეს ხახოს ეძახიან, ხოლო ხახულსისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც ადგილობრივები თამარის ხიდს ეძახიან. დღეს მეჩეთად ქცეული , წარსულში კი ხახულის ღვთისმშობლის ხატის სავანე, მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან  დღემდე ამაყად დგას და გახსენებს  დიდი მამების: ღვთისმეტყველების, მთარგმნელების, მქადაგებლებისა თუ კალიგრაფების ღვაწლს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული