დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
18.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> ეგვიპტე

“კემე” (შავმიწა) ასე უწოდებდნენ ძველი ეგვიპტელები ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, უდაბნოში. ეგვიპტე ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. ქრისტეს შობამდე 5000 წლის წინ დაწყებულმა ცივილიზაციამ ახალი წელთაღრიცხვით 332 წლამდე იარსება, შეიქმნა კულტურა, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ვის არ უოცნებია თუნდაც ერთხელ მაინც ეხილა პირამიდები და განეცადა დროის მარადისობა, რომლის გვერდით გრძნობ საკუთარ სისუსტესაც და უკვდავებასაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანაა ეგვიპტე მორწმუნეთათვის, ვინაიდან აქ, არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს  სინას, იგივე ქორების, იგივე მოსეს მთა, სადაც მორწმუნე ადამიანის სულს შეუძლია განიცადოს ძველი აღთქმის ეპიზოდები: მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილი ებრაელი ხალხის 40 წლიანი ხეტიალი ამ მიწაზე, მოსესთან უფლის გამოცხადება  “შეუწველი მაყვლის” სახით, რჩეული ხალხისთვის მიცემული უფლის ხელით დაწერილი ათი მცნება, რომელიც დღემდე წარმოადგენს ადამიანის ზნეობრივი კანონების ძირითად საფუძველს. სინა არის ადგილი , რომლის სიწმიდესაც ცნობს ყველა რელიგია, განსაკუთრებით მართლმადიდებლობა, ვინაიდან სწორედ მე-3  საუკუნეში  აშენდა აქ  პირველი მონასტერი, იგი თავისი არსებობის მანძილზე არ დანგრეულა მტრისა თუ თავდმსხმელის მიერ;  მე-6 საუკუნიდან მონასტერში დავანებულია დიდმოწამე ეკატერინეს წმიდა ნაწილები და მის გვერდით კიდევ უამრავი სხვა სიწმინდე, რომელიც  განამტკიცებს ყველა მორწმუნის გულსა და სულს. სინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია ქართველებისათვის, ისინი მე-6 საუკუნიდან მოღვაწეობდნენ  იქ და უკვე  მე-9 საუკუნეში შექმნეს  ქართველთა კოლონია, ააგეს  მონასტერში საკუთარ ტაძრები. სხვადასხვა დროს მოღვაწე მამათაგან ცნობილია იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, მიქაელ ფანასკერტელი , იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და მრავალნი სხვანი.
უფლისკენ სავალი გზა და სულის ამაღლება ღმერთამდე მეტად რთულია. შესაძლოა, ეკატერინეს მონასტრიდან მოსეს მთამდე მიმავალი გზა მოაგონებს მორწმუნეებს ამ “საუფლო გზას”; იქნებ ამიტომაც იზიდავდა და იზიდავს მათ ანდამატივით, რათა თუნდაც ერთხელ ლოცვით სულიერად განწმენდილებმა მთისკენ მიმავალ გზაზე ფიზიკურად განიცადონ ის სიახლოვე უფალთან, რაც მოსემ  საუკუნეების მიღმა განიცადა.

 

                                                                       ტურები                                                                  

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული