დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
28.04.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> ჩეხეთი

პრაღა - კონოპიშტე- კარლშტეინი-კარლოვი ვარი

კულტურულ  - რელიგიური ტური:
5 დღე დღე ულამაზეს ჩეხეთში, ქართულენოვან გიდთან ერთად

1  დღე
ძველი პრაღის დათვალიერება

გაფრენა თბილისი - პრაღა
ტრანსფერი სასტუმროში; ვიზიტი პრაღის გრადში, 
 - ძველი ქალაქის მოედანი, ასტრონომიული საათის ნახვა, წმ. ვიაჩესლავის მოედანი, ოქროს ჩიხი, ფრანც კაფკას სახლმუზეუმი, მტვრის  კოშკი; ძველებრაული უბანი (სინაგოგა და მუზეუმი)  ცნობილი კარლოვის ხიდი, პრაღის ციხესიმაგრე, წმ. ვიტეს საკათედრო ტაძარი, წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია ( +303) წმ. ნაწილების თაყვანისცემა, მოლოცვა კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხის (+935) (ყველაზე ცნობილი ჩეხი წმიდანი; მფარველი ჩეხეთისა) და წმიდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927) წმ. ნაწილებისა (წმ. ლუდმილა იყო ბებია წმ. ვიაჩესლავისა; მფარველი ბებიების, დედების და ქალმასწავლებელთა);


 2 დღე

კონოპიშტეს და   კარლშტეინის სრული ტური ჩეხური სადილით



 

კარლშტეინი - შუასაუკუნეების ციხესიმაგრე, იმპერატორ კარლოს IV მიერ იქნა აგებული 1348 - 1355 წწ.ში; სპეციალურად ბოჰემიის სამეფო კარის საგანძურის შესანახად,  ულამაზესი ციხესიმაგრე ულამაზესი ხედებით; ამ ყველაფრის გამოა, რომ იგი პრაღის შემდეგ ყველაზე ვიზიტადი ადგილია ჩეხეთში.

კონოპიშტე - მეცამეტე საუკუნეში აიგო როგორც რეზიდენცია ადგილობრივი ეპისკოპოსისა, დროთა განმავლობაში ეს ულამაზესი ციხესიმაგრე გამდიდრდა აღორძინების,გოთიკის, ბაროკოს ეპოქების უამრავი შედევრით, აქვეა  ევროპაში ერთერთი ყველაზე მდიდარი იარაღების მუზეუმი  (4, 600 მეტი ერთეული)
 

3 დღე
მართლმადიდებლური პრაღის მოლოცვა


დილით გასვლა - მოლოცვა წმ. იოანე ჩეხის გამოქვაბულისა , სადაც 42 წლის განმავლობაში განმარტოებული იმყოფებოდა წმ. მამა იოანე ჩეხი.
მოლოცვა პრაღის მართლმადიდებლური ტაძრებისა (წმ. კირილე და მეთოდის, მიძინების ტაძარი ოლშანაში) თავისუფალი დრო, მოსვენება პრაღის ცენტრში მდებარე სასტუმროში.
 
4 დღე  
ექსკურსია კარლოვი ვარიში


 - კარლოვი ვარი კურორტის დათვალიერება, ბროლის მუზეუმის ნახვა, პეტრე-პავლეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მოლოცვა,
 
კარლოვი ვარი არის აბანოების და ბუნებრივი, თერმული , მაკურნებელი წყლების კურორტ-ქალაქი, მდებარეობს ცენტრალურ ბოჰემიაში,  12 წყაროდან ნიშანდობლივია ვრიდლო- გეიზერი, ამოხეთქილი წყლის სიმაღლე   17 მეტრამდეა.
პროგრამაში შედის  ჩეხური ბროლის ქარხნის -მოზერის დათვალიერბა, ხოლო სადილის შემდეგ შეიძლება ქალაქის დათვალიერება და მართლმადიდებლური ტაძრის მოლოცვა.
დაბრუნება პრაღაში

5 დღე
თავისუფალი დღე პრაღაში


გასეირნება პრაღაში,
სურვილისამებრ მუზეუმებში ვიზიტი, შოპინგის დღე
საღამოს გამომგზავრება თბილისში

ტურის ღირებულება: 650 ევრო (10 კაციანი ჯგუფისათვის)


ღირებულებაში  შედის:
-         3*  სასტუმრო   საუზმით
-          შიგა ტრანსპორტირება
-          ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა      
-          ტრანსფერი

ღირებულებაში  არ  შედის:
-          ავია ბილეთი

საჭირო საბუთები:

 -პასპორტი ასლთან ერთად და ვიზებიანი გვერდების ქსეროასლთან ერთად
-2 ფერადი ბიომეტრული ფოტოსურთი
-სამსახურიდან ცნობა ხელფასის  მითითებით თარგმნილი ინგლისურად
-საბანკო ანგარიშების ბოლო 6 თვის ამონაწერი
-სპონსორის საბუთები თუ თქვენ არ მუშაობთ
(სპონსორის ცნობა სამსახურიდან ხელფასის მითითებით; სპონსორის პირადი ანგარიშების და სამსახურის ანგარიშების 1 წლის ამონაწერი) თარგმნილი ინგლისურად

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული