დ. აღმაშენებელის 142
თბილისი, 0105, საქართველო
ტელ.: +995 99 266 827
            +995 77 799 599
            +995 32 514 700
მთავარი              ჩვენს შესახებ              სიახლეები              რუქები              გალერეა              კონტაქტი
მოგზაურობა საზღვარგარეთ
 
 
 
 
       
ძებნა
20.10.2017
სტუმართათვის

























მოგზაურობა საქართველოში



































ტურები >> საბერძნეთი

საბერძნეთი  25 აპრილი-2 მაისი 2011 წ.

1 დღე/ოთხშბათი

25 აპრილი

თბილისის აეროპორტში შეკრება 4:30 სთ-ზე. ჩაფრენა სალონიკში. ვახშამი. ღამისთევა სასტუმროში (ქალაქის ცენტრში 4 *)

2 დღე/ხუთშბათი

26 აპრილი

საუზმე. სალონიკის მოლოცვა: წმ. სოფისა და თეოდორას, წმ გრიგოლ პალამასი და დიმიტრი თესალონიკელის ტაძრები. ვახშამი. ღამისთევა სალონიკში

3  დღე/პარასკევი

27 აპრილი

საუზმე. გადასვლა სუროტში (პაისი ათონელისას და დწმ ანასტასიას მქარგველის მონასტრების მოლოცვა). გადასვლა კალამბაკაში. ვახშამი. ღამისთევა კალამბაკაში (4 * სასტუმრო).

4 დღე / შაბათი

28 აპრილი

საუზმე.  მეტეორა. წმ. ვარლაამის, წმ. სტეფანესა და სამების მონასტრების დათვალიერება-მოლოცვა.  გადასვლა იღუმენიციდან კორფუზე. ვახშამი. ღამისთევა კორფუზე

5 დღე/კვირა

29 აპრილი 

 საუზმე. წირვაზე დასწრება წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში და მის წმ. სხეულთან მიახლება. ლიტუღიის შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლისა და თეოდორა დედოფლის მონასტრების მოლოცვა. ღამისთევა კერკირაზე

6 დღე/ორშაბათი

30 აპრილი 

 გამგზავრება პატრაში. პატრა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი. მეგა სპილეო. აგია ლავრა. ვახშამი. ღამისთევა მალევის მონასტერში.

7 დღე/სამშაბათი

1 აპრილი

საუზმე. მალევის მონასტრის მოლოცვა. გადმოსცვლა ათენში. ღამისთევა ათენის სასტუმროში

8 დღე/ ოთხშაბათი

2 მაისი

საუზმე. ქრისტიანული ათენის მოლოცვა. აკროპოლოსის  დათვალიერება. 17:00 სთ-ზე ათენის აეროპორტი. 19:10 სთ-ზე გადმოფრენა თბილისში

შენიშვნა 

ფასი გაიზრდება 100 ევროთი, თუ ჯგუფს ექნება ბარში გადასვლის სურვილი

ღირებულებაში შედის:

 

-    ტრანსფერი სალონიკის და  ათენის აეროპორტებიდან
-    სასტუმროები (3* და 4*  DBL  და TRPL) ორჯერადი კვებით
-    ტრანსპორტირება
-    პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსიები          
-    ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა
-    ბორანი იღუმენიცა-კერკირა-პატრა (4 ადგილიანი კაიუტები)

ღირებულებაში არ შედის

-მუზეუმის ხარჯები
-ვიზისა (60 ევრო) და დაზღვევის ხარჯი (10 ევრო)  
-კვება  გემზე
 -  ავია ბილეთები

ტურის ღირებულება

1150 ევრო 

 

1 დღე. 7/08 სალონიკი

შეხვედრა სამომლოცველო ცენტრ სოლუნის წარმომადგენელ მართლმადიდებელ გიდთან ქალაქ სალონიკის აეროპორტში. ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. რამდენიმე ტაძრის მონახულება, სადაც ინახება წმინდანთა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატები:
 ქ.სალონიკის მფარველი წმინდანის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი. ტაძარში ინახება ლუსკუმა მისი წმინდა ნაწილებით, ასევე ირაკლიის მიტროპოლიტის წმ. გრიგოლ (კალიდისის) და წმ. ანისიას ნაწილები..
 წმ. სოფიას ტაძარი, სადაც ინახება წმ. ბასილის ნაწილები.
 I - III საუკუნეების კატაკომბური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის წყაროთი.
 წმ. გრიგოლ პალამას საკატედრო ტაძარი, სადაც დაბრზანებულია მისი ნაწილები.
 წმ. თეოდორას მონასტერი, სადაც დაბრძანებული მისი და დავით თესალონიკელის წმინდა ნაწილები. გამგზავრება იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში, სადაც დასაფლავებულია წმ. პაისი მთაწმინდელი და ინახება წმ. არსენ კაპადოკიელის ნაწილები. ამის შემდეგ წმ. ანასტასიას უძველესი მონასტრის მოლოცვა, სადაც დაბრძანებულია თესალონიკელი მიტროპოლიტის წმ. თეონას ნაწილები. დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი.

2 დღე. 8/08 სალონიკი – კრუიზი ათონის მთის გარშემო – სალონიკი

საუზმე. გამგზავრება პორტ ორმო პანაგიაში ნახევარკუნძულ სითონიაზე, საიდანაც გავემგზავრებით სამომლოცველო კრუიზში ათონის მთის გარშემო.  გაჩერების დროს გემის ბორტზე ამოდიან ვათოპედის მონასტრის ბერები სასწაულმოქმედი სიწმინდეებით - ღვთისმშობლის სარტყელით და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით. ასევე ბორტზე ამოვლენ ათონის მთის მონასტრის ბერები სხვადასხვა მონასტრების სიწმინდეებით. ღვთისმშობლის დედის - ანნას წმინდა ნაწილები, ქსენოფონტის მონასტრიდან - დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონის წმინდა ნაწილები , წმ. მარია მაგდალენას ნაწილები, ზოგრაფუდან - წმ. გიორგის წმინდა ნაწილები. წმინდა პავლეს მონასტრიდან - მოგვთა საჩუქრები. როდესაც სიწმინდეებს გემზე ამოიტანენ. ბერები დაიწყებენ ლოცვას, მორწმუნეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ თაყვანი სცენ სიწმინდეებს, მიიღონ სასწაულმოქმედი სარტყლით ნაკურთხი პატარა , ზონარივით ქამრები, ხატები, წმ.ზეთი.
დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი.

3 დღე. 9/08 სალონიკი – ვერია – კალამბაკა

საუზმე. გამგზავრება ვერიის რაიონში წმ. იოანნეს სკიტის მოსალოცად. აქ ინახება წმ. კლიმენტი ოხრიდელის თავი, ასევე იოანე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი. აქვე მდებარეობს  მოწამეების გრიგოლ პალამასა და დიონისე ოლიმპიელის კელიები. გამგზავრება ქ. ვერიაში იმ ადგილთან სადაც ქადაგებდა პავლე მოციქული (პავლე მოციქულის ტრიბუნა). გამგზავრება  კასტანიაში და პანაგია სუმელას ტაძრის მოლოცვა. თქმულების თანახმად ეს სასწაულმოქმედი  ღვთისმშობლის ხატი დაწერილია ლუკა მოციქულის მიერ.  გამგზავრება კალამბაკაში. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

4 დღე. 10/08 კალამბაკა – მეტეორა – იგუმენიცა – კორფუ

საუზმე. მეტეორას 6 მოქმედი მონასტრიდან, სამი მონასტრის მოლოცვა: წმ. ბარბარეს (დედათა მონასტერი) ან წმ. სტეფანეს  (დედათა მონასტერი), დიდი მეტეორა (მამათა მონასტერი), წმ. ნიკოლოზის (მამათა მონასტერი). გამგზავრება იგუმენიცაში. გემით კუნძულ კორფუზე ჩასვლა. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

5 დღე. 11/08  კორფუ 

სადღესასწაულო ლიტურგია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში. მსვლელობა წმ. სპირიდონის ნაწილებით. საუზმე. სიწმინდეების მოლოცვა: იასონისა და სოსიპატროსის სახელობის  უძველესი ტაძარი, სადაც მათი წმინდა ნაწილები ინახება (პავლე მოციქულის მოწაფენი წმინდა იასონი და სოსიპატროსი კუნძულ კორფუზე სახარების პირველი მქადაგებელნი იყვნენ და კუნძულზე 63 წელს ჩამოვიდნენ), წმ. თეოდორას ტაძარი , სადაც მისი წმინდა ნაწილებია დაბრძანებული, ასევე იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.გამგზავრება კანონიში, ეკლესიის მოლოცვა, სადაც ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მდებარეობს.  ვახშამი.

6 დღე. 12/08 კორფუ – იგუმენიცა – ბარი (იტალია). ღამისთევა გემზე

საუზმე. წმ. სპირიდონის ტაძრის მოლოცვა და მისი უხრწნელი სხეულის თაყვანისცემა. მონასტრების მოლოცვა: კასოპიტრას ღვთისმშობლის ან  დიდმოწამე ეფემიას მონასტერი. კასოპიტრას ღვთისმშობლის მონასტერი მდებარეობს ნ-კ კანონიზე, მცირე ზომის კუნძულ პონტიკონისისთან ახლოს პატარა მონასტრით ვლაქერნის ღვთისშობლის ხატით. კასოპიტრას ღვთისმშობლის ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი, იგი ახალგაზრდას, რომელიც უსამართლოდ დააბრმავეს ვენეციელებმა, ახალ თვალებს ჩუქნის. ამის შემდეგ ამ ხატს უამრავი ადამიანი მიმართავს თვალის დაავადებათა განსაკურნებლად. XV საუკუნეში დაარსებული დიდმოწამე ეფემიას დედათა მონასტერი – ქ. კერკირას უძველესი მონასტერია. მონასტერი განლაგებულია ბოტანიკური ბაღის - მონ რეპოს შესასვლელში. აქ ინახება წმ. ეფემიას სასწაულმოქმედი ხატი და წმ. იოანე რუსის ქუდი. გამგზავრება პალეოკასტრიცაში. მოქმედი მამათა მონასტრის «ზოოდუხუ პიგი»-ს მოლოცვა, რაც ნიშნავს „მაცოცხლებელი წყარო“-ს. პანტოკრატორის მთა კამარელასთან მიმდებარე ტირიტორიაზე , წმინდა ისიხასტირიონი, რომელიც  ნიშნავს დუმილის ადგილს. აქვე არის შემორჩენილი უძველესი წმინდა ტაძრის ნანგრევები უნიკალური ბიზანტიის პერიოდის ფრესკებით. ვახშამი.
24:30 გამგზავრება ბარიში (იტალია).

7 დღე. 13/08 ბარი. ღამისთევა გემზე 

საუზმე არ არის გათვალისწინებული (სურვილისამებრ გემზე). ჩამოსვლა ბარში.  ტაძრის მოლოცვა სადაც მდებარეობს წმ. ნიკოლოზის ნაწილები. სადილი. თავისუფალი დრო. საღამოთი საბერძნეთში გამგზავრება. ვახშამი არ არის გათვალისწინებული (სურვილისამებრ გემზე).

8 დღე. 14/08 იგუმენიცა – კეფალონია 

გემით იგუმენიცას  დაბრუნება. საუზმე.  გამგზავრება პორტში და შემდეგ კ. კეფალონიაზე ჩასვლა. სასტუმროში განთავსება. ვახშამი. ტაძრის მოლოცვა საღამოს სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე დასწრება.

9 დღე. 15/08 კეფალონია

საზეიმო ლიტურგია პანაგია ფიდუსას ტაძარში. ეს ტაძარი  მარლთმადიდებლურ სამყაროში ცნობილია სასწაულით, რომელიც აქ ყოველ წელიწადს ხდება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე :  ტაძარში მთებიდან ჩამოდიან გველები, რომლებსაც თავზე ჯვარი აქვთ გამოსახული. ხატის წინ ხდება მრავალი სასწაული. შემდეგ სოფელ პერატატაში გამგზავრება, სადაც სასწაულმოქმედ ხატთან გამხმარი შროშნების ხელახლა აყვავების სასწაული ხდება. საუზმე. წმ. გერასიმე კეფალონიელის მონასტრის მოლოცვა, რომელიც კუნძულის მფარველი წმინდანია. ტაძარში მდებარეობს გამოქვაბული, სადაც წმინდანი იყო დაყუდებული, ხოლო, საკურთხევლის მარჯვნივ, ლუსკუმაში  მისი წმინდა ნაწილებია დასვენებული. ამ დღეს წმინდა ნაწილები გამოაქვთ ტაძრის ცენტრში.  მეორე დღეს წმ. გერასიმე კეფალონიელის ხსენების დღეა. ამ დღესასწაულზე  ჩამოდის უამრავი მორწმუნე, არა მხოლოდ საბერძნეთიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. წმინდა გერასიმე ეხმარება ბევრი დაავადების განკურნებაში. ვახშამი. განთავსება სასტუმროში.

10 დღე. 16/08 კეფალონია – პიერია

საზეიმო ლიტურგია წმ. გერასიმეს ტაძარში.  მსურველებს ზიარების საშუალება ექნებათ. საუზმე. თავისუფალი დრო. პორტ პოროსიდან კ. ზაკინთოსზე გამგზავრება. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

11 დღე. 17/08 ზაკინთოსი –პიერია

საუზმე.  კ. ზაკინთოსის მფარველის წმ. დიონისეს მონასტრის მოლოცვა, რომელშიც დაბრძანებულია მისი წმ. ნაწილები. წმ. იოსებ ზაკინთელის ტაძრის მოლოცვა,სადაც მისი წმინდა ნაწილები ინახება. პანაგია ანაფონიტრიას მონასტრის მონახულება,  სადაც დაიწყო თავისი მსახურება წმინდა დიონისე ზაკინთელმა. აქ დღემდე ინახება მისი სამოსი. ასევე, ტაძრის კედლებში დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სანამ კუნძულს დავტოვებთ მოვინახულებთ მის ყველაზე ძველ ტაძარს, რომელიც პირდაპირ ქალაქ ზაკინთოსის ცენტრში მდებარეობს. ეს ტაძარი წმ. ნიკოლოზის სახელობისაა. გემით ხმელეთზე გადასვლა. გამგზავრება პიერიაში. განთავსება სასტუმროში. ვახშამი.

12 დღე. 18/08 პიერია – ოლიმპი – აეროპორტი „ მაკედონია“

საუზმე. გამგზავრება ოლიმპოს მთაზე. გამგზავრება ოლიმპოს მთაზე. წმ. დიონისე ოლიმპიელის მამათა მონასტრის მოლოცვა, სადაც ინახება მისი წმინდა ნაწილები.  წმ. ეფრემ სირინას დედათა მონასტრის მოლოცვა. მონასტერში ინახება მისი წმინდა ნაწილები.  გამგზავრება სალონიკში. თავისუფალი დრო. ვახშამი. გამგზავრება აეროპორტში.
ღამით გამოფრენა.

ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე  (ევროში) 

ჯგუფი ორ ან სამადგილიან ნომერში 

26 pax - 1650 ევრო

30 pax- 1590   ევრო                             

ტურის ღირებულებაში შედის:

დაზღვევა, ავიაგადაფრენა, პროგრამით გათვალისწინებული ყველა შიდა გადაადგილება კომფორტული ავტობუსით, განთავსება 3* სასტუმროებში, კვება პროგრამის მიხედვით, ექსკურსიები და მართლმადიდებელი რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა, გემის ბილეთები იგუმენიცა-კორფუ, გემი კორფუ-ბარი-იგუმენიცა, გემი მატერიკი-კეფალონია.

ტურის ღირებულებაში არ შედის:

ვიზის ხარჯები

Created By VERTEX   
კორპორატიული
მომლოცველობითი
კულტურული